Belive

ლეგიონერებიც და ქართველებიც - დინამო ბათუმმა 7 ფეხბურთელის წასვლის შესახებ გამოაცხადა

11 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, "დინამო ბათუმმა" ოფიციალური გვერდის საშუალებით გულშემატკივარს ამცნო, რომ გუნდი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა.

აჭარული გუნდიდან ლეგიონერები, მონტენეგროელი ცენტრალური მცველი, საჩა ბალიჩი, ეგვიპტელი გარემარბი, ალექსანდერ იაკობსენი, ბელარუსი მეკარე, ანტონ ჩიჩკანი და გამოცდილი ქართველები: მეკარე, გიორგი ბეგაშვილი, ცენტრალური მცველი, გიორგი რეხვიაშვილი და თავდამსხმელები: მათე ვაწაძე და თორნიკე კაპანაძე წავიდნენ.

რაც შეეხება ახალწვეულებს, საქართველოს ორგზის ჩემპიონმა გორის "დილადან" 27 წლის მარჯვენა ფლანგის გარემარბის, სენეგალელი ონორე გომისის და ყაზახური "ტობოლიდან" 28 წლის სერბი ცენტრალური მცველის, ბოიან მლადოვიჩის ტრანსფერი დაადასტურა.

სხვა სტატიები