იტალიური მედია: "ნაპოლი კვარას სხვა გუნდში გაშვებას ეგუება"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიური მედია საშუალებები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყარო, tuttomercatoweb საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კარიერული მომავლის შესახებ საუბრობს.
საუბარია იმის შესახებ, რომ გამომდინარე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმების აქამდე ვერ მიღწევიდან, გუნდი ეტაპობრივად, 23 წლის ქართველის გაშვებისთვის ემზადება.
"იქიდან გამომდინარე, რომ უკვე წელიწადზე მეტია მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ შედეგს ჯერ ვერ მიაღწიეს, "ნაპოლი" ფეხბურთელის გაშვებას ნელ-ნელა ეგუება.
გუნდის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს იმოგზაურა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეები ძირითადად, ფინანსურ საკითხებზე ვერ თანხმდებიან, შესაბამისად, შესაძლოა მათ ეს თემა ჩახურონ და ტრანსფერზე იმუშაონ.
გასული სატრანსფერო პერიოდის დროს "ნაპოლიმ" 100 მილიონ ევროზე, რომელსაც "პსჟ" კვარაცხელიას ტრანსფერში ხარჯავდა, უარი თქვა. ანტონიო კონტეს დაჟინებულმა მოთხოვნამ, ტრანსფერს ხელი არ შეუწყო, შემდეგ ზაფხულს კი ალბათ მწვრთნელიც თანახმა იქნება.
ისევე, როგორც დუშან ვლაჰოვიჩმა "ფიორენტინადან" ტურინის "იუვენტუსში" გადასვლის დროს გააკეთა, კვარაცხელიას დაბალი ხელფასიც, პოტენციურ ახალ გუნდთან მოსალაპარაკებლად შესაძლებელია საკმაოდ ხელჩასაჭიდი გახდეს. ის მნიშვნელოვან სახელფასო მატებას და ასევე კონტრაქტზე ხელის მოწერის პრემიას მიიღებს", - წერს tuttomercatoweb.
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რაც მის კარიერაში მეოთხედ მოხდა და ამ მიღწევით, პაულო დიბალასთან ერთად ისტორიაში საუკეთესოა.