"დატვირთული სეზონის შემდეგ ფიზიკურ ფორმას იბრუნებს" - პორტუგალიური მედია ქოჩორაშვილზე საუბრობს
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ახალ გუნდთან, ლისაბონის სპორტინგთან ერთად არ ვარჯიშობს.
როგორც leonino წერს, ლომების ქართველი ახალწვეული, განსაკუთრებით დატვირთული გასული სეზონის შემდეგ, მცირე ფიზიკური დისკომფორტის მოგვარებისა და ფორმის აღდგენის მიზნით საწვრთნელ საქმიანობაში ჩართული არაა.
"არიან ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმის გამო სპორტინგთან ერთად ვერ ვარჯიშობენ, მათთან ერთად, დატვირთული სეზონის შემდეგ, ფიზიკური ფორმის აღდგენის მიზნით, ახალწვეული მოთამაშეც არ ემზადება. გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეში ლა ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა, მაგრამ მისმა მუდმივმა გამოყენებამ სპორტინგს ვარჯიშში ჩართვაში ხელი შეუშალა.
სავარაუდოდ, გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგის სეზონისწინა ამხანაგურ მატჩებში ხელმისაწვდომი იქნება", - წერს leonino.
გიორგი ქოჩორაშვილის ახალი გუნდი გასულ ორ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონი გახდა და ამ ტიტულის 21-ჯერ მოგება მოახერხა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატის ახალ სეზონს 10 აგვისტოს, კასა პიასთან სტუმრად მატჩით დაიწყებს. 31 ივლისს, გიორგი ქოჩორაშვილის გუნდს ქვეყნის სუპერ თასის გადამწყვეტი მატჩი ლისაბონურ დერბიში ბენფიკასთან ელოდება.