ფიფას გადაწყვეტილებით 2026 წლიდან სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო შესვენებები გაერთიანდება
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფიფას გადაწყვეტილებით 2026 წლიდან სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო შესვენებები გაერთიანდება და ნაკრებები 21 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე 4 შეხვედრას გამართავენ.
როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ეროვნული ნაკრებები 2 მატჩს სექტემბერში ატარებდნენ, 2-ს კი ოქტომბერში ახლა კი ეს შეხვედრები აღნიშნული თარიღების პერიოდში გადანაწილდება. უცვლელად დარჩა ნოემბერში ჩასატარებელი 2 მატჩის განრიგი, რომელიც 9-დან 17-მდე გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო წელს ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს.