იტალიური მედია: "კვარა თანახმაა და კონტრაქტი მალე გახანგრძლივდება"
იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს.
ნათქვამია, რომ საქართველოს ნაკრების შემტევსა და ნეაპოლურ გუნდს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. მოლაპარაკებების აქტიური ეტაპი გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას დაიწყო, ახლა კი მხარეები თითქმის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.
როგორც იტალიური მედია ვარაუდობს, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდთან კონტრაქტს კიდევ 2 წლით გაახანგრძლივებს, მისი ანაზღაურება კი ყოველწლიურად 5 მილიონ ევროს შეადგენს.
2024/25 წლების სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" შემადგენლობაში უკვე დაიწყო და საწყის სამ ტურში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
ხვიჩა კვარაცხელია უკვე საქართველოში, ნაკრების შეკრებაზე იმყოფება. ჩვენი გუნდი 7 სექტემბერს ჩეხეთის ნაკრებს შინ, ხოლო 10 რიცხვში ალბანეთს სტუმრად შეხვდება.