Belive

Marca: "წიტაიშვილი გადამწყვეტ დროს პასუხისმგებლობას იღებს, გრანადას ლიდერია"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული ესპანური მედია საშუალება Marca საქართველოს ნაკრებისა და გრანადას შემტევი ნახევარმცველის, გიორგი წიტაიშვილის შესახებ საუბრობს. ლა ლიგა 2-ის გადათამაშების საგზურის მოსაპოვებლად ანდალუსიური გუნდი სანტანდერის რასინგს უნდა შეხვდეს, რომელი მატჩისთვისაც გადამწყვეტ ფიგურად ესპანური მედია 24 წლის ქართველ ფეხბურთელს მიიჩნევს. ქართველი ფეხბურთელის შესახებ წერისას, Marca ასეთ სათაურს იყენებს: "წიტაიშვილი, აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხე".

"ქართველი ფეხბურთელი ფინალურ ეტაპზე შესანიშნავ ფორმაში შედის და სანტანდერში გრანადას ერთ-ერთი მთავარი შემტევი აქტივი იქნება.

არსებობენ მოთამაშეები, რომლებიც, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დგება, იკუმშებიან, ცდილობენ შეუმჩნევლად დარჩნენ, პასუხისმგებლობას თავს არიდებენ, მაგრამ ეს არ ეხება წიტაიშვილს, რომელიც ბურთს ყველაზე სტრესულ მომენტში ითხოვს, რასაც ის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე აჩვენებს, მამაცების ტერიტორიაა, სადაც ქართველი ბრწყინავს და წითელ-თეთრების შეტევის შუქურად იქცევა.

გასული ხუთი ტურის განმავლობაში წიტაიშვილმა სამი გოლი გაიტანა და დასკვნით მონაკვეთში გუნდის ბომბარდირად და ლიდერად ჩამოყალიბდა. გიორგი წიტაიშვილს 7 გოლი აქვს გატანილი და კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, ასევე, მის აქტივში 3 საგოლე პასია და ამ ყველაფრით მეტოქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

სანტანდერში წიტაიშვილი გრანადას მთავარი იარაღი იქნება, რომელიც კონკურენტუნარიანობის დონეს ამაღლებს", - წერს Marca.

გიორგი წიტაიშვილის გუნდი სანტანდერის რასინგს 1 ივნისს შეხვდება, მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში გრანადა გადათამაშების ზონის საგზურს მოიპოვებს.

სხვა სტატიები