Belive

იტალიური მედია: "საბა გოგლიჩიძე მყარ ფუნდამენტს ქმნის"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედია საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის შესახებ საუბრობს. mondoprimavera-ს სტატიაში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გასული პერიოდის განმავლობაში განვითარებაზეა საუბარი.

"ემპოლისა" და "ნაპოლის" შორის გამართული მატჩის შემდეგ, ორ სიახლეს ვეცნობით: საბა გოგლიჩიძე და ჯაკობო ფაცინი სულ უფრო მეტად თავდაჯერებულები და სარგებლის მომტანი ხდებიან "ემპოლისთვის".

მართალია ტოსკანურმა გუნდმა მატჩი წააგო, მაგრამ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება მოახდინა, მათ შორის გოგლიჩიძემ და ფაცინიმ.

სამმცველიანი ტაქტიკით თამაშის დროს, საბა გოგლიჩიძე მარჯვენა ცენტრალური მცველის როლს ირგებს და როგორც დაცვითი ასპექტით, ისე შეტევის აგების ფაზაში, სოლიდურ თამაშს აჩვენებს.

მიუხედავად იმისა, რომ "ემპოლიმ" მატჩი წააგო, საბამ აჩვენა, რომ შეუძლია მყარი საფუძველი შექმნას ისეთი მაღალი დონის შემტევებთან შესახვედრად, როგორიც "ნაპოლის" ჰყავს". - წერს mondoprimavera.

20 წლის ქართველი მცველი ქუთაისის "ტორპედოს" აღზრდილია. ის "ემპოლის" 2024 წლის იანვარში შეუერთდა, ხოლო სერია A-ში დებიუტი მიმდინარე სეზონის სტარტზე შედგა. საბა გოგლიჩიძის მონაწილეობით მიჯრით სამ მატჩში "ემპოლიმ" კარის უსაფრთხოება მშრალად შეინახა და ამ მომენტისთვის, ტურინის "იუვენტუსის" შემდეგ, ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული (5).

სხვა სტატიები