იტალიური მედია: "დარღვევებს რეგულარული სახე აქვს, მსაჯებმა ამას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ"
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიური მედია საშუალება ilmattino საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს. კონკრეტულად, საუბარია იმაზე, რომ 23 წლის ქართველი შემტევის სწრაფი და ტექნიკური დრიბლინგსა და გამწვავების მცდელობას მეტოქეები თამაშის წესების უხეში დარღვევით პასუხობენ, ეს კი სათანადოდ არ ისჯება.
"გზა, რომლითაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას ცდილობენ, ყოველთვის იდენტურია. როცა მისი შეჩერება თამაშის წესების დაცვით აღარ გამოდის, მაშინ მეტოქე მცველები ძალიან უხეშობენ და ამას უკვე სისტემატიური ხასიათი აქვს. ამ ჯარიმებს მსაჯების მხრიდან ხშირად სათანადო სახის სანქციები არ მოჰყვება ხოლმე და ამას ყურადღება უნდა მიექცეს", - წერს ilmattino.
სერია A-ს სეზონის სტარტზე, "ნაპოლიმ" სამი შეხვედრა მოიგო, 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, ლიდერ "უდინეზესთან" ჩამორჩენა კი მინიმალურია.
რაც შეეხებათ ხვიჩა კვარაცხელიას, მის აქტივში 2 გატანილი გოლი და 2 საგოლე პასია. მეხუთე ტურის მატჩში ნეაპოლელები პრინციპულ მეტოქეს, ტურინის "იუვენტუსს", სტუმრად, 21 სექტემბერს შეხვდებიან.