ბუდუ ზივზივაძე დორტმუნდის ბორუსიასთან მატჩსაც გამოტოვებს
6 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში, დორტმუნდის ბორუსიასთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ ჰაიდენჰაიმის მთავარი მწვრთნელი, ფრანკ შმიდტი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ სრულფასოვნად მზად არ არის.
"ბუდუ ზივზივაძე და კრისტიან კონტე სათამაშოდ ჯერ სრულად მზად არ არიან", - ამბობს ფრანკ შმიდტი.
ჰაიდენჰაიმი, რომელიც გერმანიის ბუნდესლიგაში მე-18 პოზიციას იკავებს, დორტმუნდის ბორუსიას სტუმრად 1 თებერვალს უნდა შეხვდეს.
ბუდუ ზივზივაძეს ტრავმის გამო 2025 წლის 22 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. ამ სეზონში 31 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში გოლის გატანა ფრანკფურტის აინტრახტის კარში მოახერხა.