Belive

იტალიური მედია: "ახლა კვარაცხელიას ფლანგის მცველის ფუნქციების შეთავსებაც უწევს"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

Corriere della Sera და მისი ჟურნალისტი მონიკა სკოზაფავა საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს. იტალიელი ჟურნალისტი 22 წლის ქართველის სათამაშო კონდიციებს და რუდი გარსიას ხელმძღვანელობით მის ახალ ფუნქციებს განიხილავს.

"მძლავრი ფეხები, ძლიერი დრიბლინგი, სწრაფი სირბილი: ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც წინა სეზონში სკუდეტოს მოგების საქმეში ალბათ მთავარი განსხვავების შემქმნელი ფაქტორები გახლდათ.

ახალ სეზონში "ნაპოლი" ტაქტიკურად სხვა ფეხბურთს აჩვენებს და კვარასაც განსხვავებული როლის მორგება უწევს. კონკრეტულად, ხშირად ის მარცხენა მცველიც კი ხდება, რადგან დაეხმაროს გუნდის დასუსტებულ დაცვის ხაზს.

გასაგებია, რომ ის ძველებურად ბევრ მოთამაშეს არ ატყუებს, მაგრამ ოცდაათ მეტრზე ბურთიანად საჯარიმოში შესვლა გაცილებით იოლი საქმეა, ვიდრე ამის 80 მეტრის დისტანციაზე გაკეთება.

მას ფენომენად მიიჩნევენ და წინა სეზონში, სპალეტისგან დაცვითი ფუნქციების უკეთ შესასრულებლად ​კვარას ხშირად მიუღია მითითება, ისეც ხდებოდა, რომ მას ცვლიდნენ, მაგრამ ეს არც უკმაყოფილების და არც ეჭვების გაჩენის საბაბი ყოფილა", - დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა და სპალეტისა და რუდი გარსიას შორის განსხვავებას ხაზი გაუსვა.

"ნაპოლის" სერია A-ში 4 მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს დაგროვებული და მეხუთე პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრა კი 24 სექტემბერს, სტუმრად, "ბოლონიასთან" ელოდება.

სხვა სტატიები