Belive

ლუის ენრიკე: "ვფიქრობ, ხალხი კვლავ პსჟ-ს საუკეთესო ვერსიას იხილავს"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "ასტონ ვილასთან" ორმატჩიანი დუელის საწყისი შეხვედრის წინ, "პსჟ-ს" მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე მოახლოებული შეხვედრისთვის გუნდის მზადყოფნის შესახებ საუბრობს.

"არ ვიცი რას ფიქრობენ უნაი ემერიზე მედიაში, რადგან პრესას არ ვეცნობი, მაგრამ თუ მას აღიარება აკლია, მაშინ ეს შეცდომაა. ის იმსახურებს დაფასებას, რადგან თავის გუნდებს წინსვლაში დაეხმარა, შეუზღუდავი ენერგია აქვს და უამრავი ტიტულის მოგება მოახერხა. ჩვენთან მატჩების გარდა, მას წარმატებას ვუსურვებ.

გუნდი "ასტონ ვილასთან" მატჩებისთვის მზადაა, ყველა ფეხბურთელი, როგორც ძირითად, ისე სათადარიგო შემადგენლობაში მყოფები.

ჩემპიონთა ლიგა დასვენების საშუალებას არ გვაძლევს. ეს არის ტურნირი, რომელზეც მოდუნება არ შეიძლება, თუ ნახევარფინალში გასვლა გვსურს, 100%-ით უნდა დავიხარჯოთ.

"ასტონ ვილა" ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ ორ გუნდს ვიხილავთ, თავიანთი მახასიათებლებით. იმედია, კარგ, გახსნილ შეხვედრას ვნახავთ.

ვფიქრობ, ჩვენ "პსჟ-ს" საუკეთესო ვერსიის ხილვას გავაგრძელებთ. ჩვეული სტილით ვითამაშებთ, შესაძლოა უფრო ინტენსიურადაც. ფეხბურთელებს მოტივაცია არ აკლიათ, ვარჯიშის დროს უნდა გენახათ როგორ ემზადებოდნენ. გონებრივად და ფიზიკურად მატჩში სრულად ვიქნებით ჩართული. ემოციების კონტროლს დიდი მნიშვნელობა ექნება", - ამბობს ლუის ენრიკე.

"პსჟ"-სა" და "ასტონ ვილას" მატჩი 9 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები