იტალიელი ჟურნალისტი: "ნაპოლიმ კვარას მადლობა უნდა გადაუხადოს"
4 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს პერიოდში "ნაპოლის" შემდეგ, კარიერას "პსჟ-ში" გააგრძელებს.
ტრანსფერის გაოფიციალურების წინ, ცნობილი იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი, ენრიკო ფედელე 23 წლის ქართველი ვარსკვლავის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ გუნდის მხრიდან მას მადლობა ეკუთვნის.
"ნაპოლის" გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ კვარაცხელია არ დაადანაშაულონ, რადგან მან გუნდს სიკეთე გაუკეთა და მადლობას იმსახურებს. ღალატზე მეტად სიტყვა კეთილშობილება უნდა გამოიყენონ, რადგან ფაქტების გარეშე დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, განსაკუთრებით სპორტსმენების შემთხვევაში.
ფეხბურთელები კერძო კომპანიები არიან, ისინი კონტრაქტებით და ფეხბურთით ცხოვრობენ, ეს ბიჭი კი "ნაპოლიში" ძალიან ცოტას გამოიმუშავებდა. "ნაპოლიმ" კვარასთან, ოსიმენთან, კიმთან და სპალეტისთან ერთად ჩემპიონატი მოიგო, უცნაურია, მაგრამ არც ერთი მათგანი გუნდში არ არის, კვარას კი მხოლოდ ორ მილიონ ევრომდე ხელფასი აქვს.
არ დაგვავიწყდეს, რომ კვარაცხელია ამ ტრანსფერით ძალიან დიდ მოგებას და კაპიტალს მიიღებს", - ამბობს იტალიელი ჟურნალისტი.
უახლესი ინფორმაციით, კვარაცხელია ნეაპოლიდან პარიზში 16 იანვრის საღამოს გაემგზავრება, 17 რიცხვში დილით, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ცნობილია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი "პსჟ''-ს 75 მილიონი ევრო დაუჯდება, ყოველწლიურად კი, 9 მილიონი ევროს გასამრჯელოს მიიღებს.