Belive

ახალი ტურნირი კვარას კარიერაში: ითამაშებს თუ არა ქართველი საფრანგეთის თასზე?

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

5 თებერვალს "პსჟ" გამოსვლას საფრანგეთის თასის მერვედფინალში გააგრძელებს. გუნდის მეტოქე "ლე მანსი" იქნება, რომელიც მატჩს მასპინძლით სტატუსით მიიღებს.

ეს ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო კარიერაში ახალი ტურნირია, რომელზეც მონაწილეობის მიღება ქართველ ვარსკვლავს სადებიუტოდ შეუძლია. ფრანგული მედია 23 წლის ქართველს ძირითად შემადგენლობაში ელოდება.

parisfans-ის ვერსიით, ლუის ენრიკე ამ მატჩში 4-3-3 სათამაშო ფორმაციას აირჩევს, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც შემტევ სამეულს ხვიჩა კვარაცხელია, გონსალუ რამოში და დეზირე დუე დააკომპლექტებენ.

"პსჟ" "ლე მანს" 5 თებერვალს ესტუმრება, შეხვედრა თბილისის დროით, 00:10 საათზე დაიწყება, ლიგა 1-ში კი შემდეგი შეხვედრა 8 თებერვალს, "მონაკოსთან", საშინაო კედლებში, 00:05 საათზე აირებს სტარტს.

"პსჟ-ში" ტრანსფერის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა ორ მატჩში მიიღო და სადებიუტო თამაშში საგოლე პასიც გააკეთა. გუნდმა ამ ორ შეხვედრაში 4 ქულის მოგროვება შეძლო.

სხვა სტატიები