ის, რაც კადრში არ მოხვდა: მოედნიდან გასვლის შემდეგ ოსიმენი კვარაცხელიას ამხნევებს
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ნაპოლისა" და "ბარსელონას" შორის ფრე - 1:1 დაფიქსირდა და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდი კატალონიაში გასამართ შეხვედრაში გაირკვევა.
მატჩის მიმდინარეობისას, ნეაპოლელთა ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ სრულიად ალოგიკური და აუხსნელი გადაწყვეტილება მიიღო და მოედნიდან საქართველოს ნაკრებისა და თავისი გუნდის მთავარი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანა.
23 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა, მოედანზე მისმა ყველაზე შედეგიანმა პარტნიორმა, ვიქტორ ოსიმენმა გაამხნევა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო მოგვიანებით გავრცელდა, რომელიც ნიგერიულმა გვერდმა ატვირთა და სადაც ნათლად ჩანს, რომ "ნაპოლის" და მთლიანად, სერია A-ს წინა სეზონის ორი საუკეთესო ფეხბურთელი ერთმანეთს ამხნევებს. ორივე მათგანი მწვრთნელმა მოედნიდან ნაადრევად გაიყვანა.
💠 Osimhen and Kvaratskhelia's on-field and off-field chemistry is simply electric! ⚡️ Watching these two play together is a joy to behold. 🇳🇬 🇬🇪 👥pic.twitter.com/5jSZ3stfhk
— SSC Napoli Club Nigeria 🇳🇬 🥇🏆 🏆 🏆 (@SSCNapoliNGA) February 23, 2024
იტალიის ჩემპიონატში მოქმედი გამარჯვებული 24 ჩატარებული მატჩის შემდეგ 36 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს. "კალიარისთან" მატჩი გუნდს 25 თებერვალს სტუმრად ელის. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგას,"ბარსელონას" და "ნაპოლის" მატჩი 13 თებერვალს გაიმართება და 00:00 საათზე დაიწყება.