Belive

სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: "ბედნიერი ვარ, რომ მიქაუტაძე მაღალ დონეზე თამაშობს"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჯონ ვანტ სხიპი უეფას ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის გასამართ გადამწყვეტ ორმატჩიან დუელში საქართველოს ნაკრებთან საწყისი შეხვედრის წინ, ერევანში, რესპუბლიკურ სტადიონზე პრესკონფერენციის მოახლოებული მატჩის შესახებ საუბრობს.

"ჩვენ კარგად შევისწავლეთ საქართველოს ნაკრების ძლიერი და სუსტი მხარეები. ვიცით, რომ გუნდს გასაოცარი წინსვლა აქვს და მათ ეს ევოპის ჩემპიონატის დროს დაამტკიცეს.

საქართველომ ძალიან კარგი და სწორი ნაბიჯები გადადგა და პატარა ქვეყნის მიერ წარმატების მიღწევის მაგალითი შემოგვთავაზა.

გიორგი მიქაუტაძეს "აიაქსში" საკმარისი სათამაშო დრო არ ჰქონდა და ეს ძირითადად ჩუბა აკპომსა და ბრაიან ბრობისთან კონკურენციაში გახლდათ. ასევე, მას ცოტა განსხვავებულ როლში ყოფნა უწევდა. ბედნიერი ვარ, რომ გიორგი მიქაუტაძე თავის მაღალ დონეს "ლიონში" ამტკიცებს.

ევრო 2024-ზე გასვლა და ძალიან კარგი თამაშის ჩვენება საქართველოს ნაკრების მხრიდან განსაკუთრებული წარმატებაა", - ამბობს ჯონ ვანტ სხიპი.

საქართველოს ნაკრები საწყის მატჩს 20 მარტს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები