Belive

Il matino: "კვარას და ნაპოლის წარმომადგენლები ხელფასზე და გამოსასყიდ თანხაზე ვერ თანხმდებიან"

1 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას, გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მორიგი სიახლე ვრცელდება.

საკითხის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მხარეებს საკუთარი პოზიციები აქვთ და მათ იცავენ, შეთანხმება კი ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

იტალიური მედია, კონკრეტულად კი Il matino საკითხის დეტალებს ასე აღწერს:

"საქართველოს ნაკრებთან ერთად ჩატარებული ნოემბრის მატჩების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ბრუნდება, მისთვის მნიშვნელოვანი კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი კი ისევ გადაუწყვეტელია.

ევროპულ გრანდებს ქართველის დამატება სურთ, მაგრამ გუნდის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, პოტენციურ შემოთავაებებზე თავიდანვე უარს ამბობს. მის მაგიდაზე ასევე დევს კონტრაქტის გახანგრძლივების მნიშვნელოვანი ქაღალდები, რომელიც კვარასთვის 5 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიურ ანაზღაურებასა და დამატებით ბონუსებს ითვალისწინებს, მაგრამ ფეხბურთელის წარმომადგენლები ამას არ თანხმდებიან.

გუნდის სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასთან შეხვედრის შემდეგ, ფეხბურთელის მენეჯერი, მამუკა ჯუღელი, ხვიჩა კვარაცხელიასთვის 8 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურებას ითხოვს.

ამავე დროს, მთავარი საკითხი, რომელიც მხარეებს შორის განსხვავებულია, კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის ოდენობაა. ფეხბურთელის მხარე 80 მილიონ ევროზე თანხმობას აცხადებს, ხოლო "ნაპოლის" 120 მილიონი სურს", - წერს Il matino.

ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე სეზონის დახმარებით, რაც სერია A-ში 12 მატჩში 5 გოლსა და 2 საგოლე პასს, ასევე წინა თვის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობას ითვალისწინებს, "ნაპოლი" სატურნირო ცხრილის ლიდერია და ტიტულის დაბრუნების ამბიცია აქვს.

სხვა სტატიები