Belive

ვილი სანიოლი: "კვარამ ბაიერნთან მატჩის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ ნაკრებში თამაში სურდა"

7 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2 ივნისს, საქართველოს ნაკრები წლის რიგით მესამე ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება.

მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.

"ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის ბაიერნთან მატჩის და ფინალში გასვლის შემდეგვე დამირეკა და მაცნობა, რომ მას როგორც კი შესაძლებლობა ექნებოდა, მზად იყო საქართველოს ნაკრებში ჩამოსასვლელად. ამით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რამდენად უყვარს თავისი ქვეყანა და ნაკრები. ის ხშირად საუბრობს გურამ კაშიას ლიდერული თვისებების შესახებ და სწორედ ამიტომ ის საქართველოში ჩამოვა და ბაჰრეინთან მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

ამ შეკრებაზე ბევრი ფეხბურთელი დაგვაკლდა, რაც ივნისის მატჩებისთვის ბუნებრივია, რადგან დამღლელი სეზონის შემდეგი პერიოდია.

თუ საკლუბო დონეზე რეგულარულად არ თამაშობ, ნაკრებთან ადაპტირება ძნელია. შანსი ბევრ ფეხბურთელს მიეცემა.

გეორგე ჰაჯი ლეგენდარული ფეხბურთელია და რამდენად წარმატებული კარიერაც ჰქონდა ფეხბურთელის რანგში, ასეთივე წარმატებულ სამწვრთნელო კარიერას ვუსურვებ ნაკრებში", - ამბობს ვილი სანიოლი.

საქართველოს ნაკრები რუმინეთს 2 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები