Belive

გორის დილა აპოელს დინამო არენაზე უმასპინძლებს

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთადერთი ქართული კლუბი, გორის "დილა" მიიღებს მონაწილეობას და კვიპროსის ჩემპიონ, "აპოელს" დაუპირისპირდება.

გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალის გუნდის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის მესამეადგილოსანი კლუბი პირველ მატჩს 10 აგვისტოს, საქართველოში, ხოლო საპასუხო შეხვედრას 1 კვირის შემდეგ, 17 რიცხვში კვიპროსზე გამართავს.

საინტერესოა, რომ გორის "დილა" პირველ მატჩს საშინაო კედლებში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ვერ ჩაატარებს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ შიდაქართლური კლუბის სტადიონი ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის UEFA-ს მიერ დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

გადაწყვეტილია, რომ "დილა" შემდეგ ეტაპზე საშინაო მატჩს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ჩაატარებს.

აღნიშნული შეხვედრა 10 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები