Belive

გიორგი გოჩოლეიშვილის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ჰამბურგში ითამაშებს

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების უნივერსალი ფეხბურთელის, გიორგი გოჩოლეიშვილის გუნდი, დონეცკის "შახტარი" 2023/24 წლების სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინული კლუბი საშინაო მატჩებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ჩაატარებს.

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მხარს ვუჭერთ "შახტარს" და მოხარული ვართ, რომ ჰამბურგი იქნება საუკეთესო საერთაშორისო მატჩების ადგილი", - თქვა "ჰამბურგის" აღმასრულებელი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, იონას ბოლდტმა.

​"ვოლკსპარკშტადიონზე" "შახტარი" მატჩის დღესთან დაკავშირებულ ყველა სახის ორგანიზაციულ მხარდაჭერას მიიღებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის წილისყრა 31 აგვისტოს, უეფას სათაო ოფისში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება.

 

ფაბრიციო რომანო: "შეთანხმება შედგა - ირაკლი აზაროვი დონეცკის შახტარში გადავა"
ფაბრიციო რომანო: "შეთანხმება შედგა - ირაკლი აზაროვი დონეცკის შახტარში გადავა"

სხვა სტატიები