Belive

გლენ ჯონსონი: "კვარას დამატება ჩელსისთვის პროდუქტიული იქნება"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლონდონის "ჩელსის" და ინგლისის ნაკრების ვეტერანმა მცველმა, გლენ ჯონსონმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 39 წლის ინგლისელმა, რომელმაც კარიერა 2018 წელს დაასრულა, აღნიშნა, რომ "ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი "ჩელსისთვის" ეფექტური შენაძენი შეიძლება გახდეს.

გლენ ჯონსონის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "არისტოკრატები" 22 წლის ფეხბრუთელს დაიმატებენ, ეს მათთვის პროდუქტიული ტრანსფერი იქნება, ვინაიდან ქართველ ფეხბურთელს "ლურჯების" ამჟამინდელ გარემარბებზე უკეთ თამაში შეუძლიათ.

"იქიდან გამომდინარე, რაც წინა სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, კვარაცხელიას "ნაპოლის" შემადგენლობაში თამაშისას ვნახე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტოქის კარის წინ ხვიჩა ძალიან სახიფათო ფეხბურთელია. ის სწრაფია, შესანიშვანი დარტყმა აქვს და იტანს გოლებს, რასაც "ჩელსის" ამჟამინდელი ფლანგის შემტევები ვერ აკეთებენ.

მათ სულაც არ სჭირდებათ სხვა გარემარბის შეძენა, მაგრამ კვარაცხელიას შეუძლია გუნდის ზოგიერთ ფლანგის ფეხბურთელზე უფრო უკეთ თამაში და ეს შეიძლება წინგადადგმული ნაბიჯი იყოს იმ შემთხვევაში, თუ ის გააგრძელებს იმას, რასაც უმაღლეს დონეზე აკეთებს.

თუ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ხელმისაწვდომია და ასტრონომიული თანხის დახარჯვას არ არის საჭირო, ეს "ჩელსისთვის" საინტერესო გარიგება შეიძლება იყოს", - თქვა გლენ ჯონსონმა.

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. რაც შეეხება "ნაპოლის" 24 ქულით ნეაპოლელები სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებენ.

სხვა სტატიები