Belive

საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგაზე ცნობილია

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები B დივიზიონში ითამაშებს, რომლის პირველ ჯგუფშიც მეტოქეებად ჩეხეთის, ალბანეთის და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

უკვე ცნობილია იმ ექვსი მატჩის განრიგი, რომელშიც საქართველოს ნაკრები მონაწილეობას მიიღებს. ტურნირის ჯგუფური ეტაპი სექტემბერში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგის B1 ჯგუფში ასე გამოიყურება:

07/09/2024: საქართველო - ჩეხეთი

10/09/2024: ალბანეთი - საქართველო

11/10/2024: უკრაინა - საქართველო

14/10/2024: საქართველო - ალბანეთი

16/11/2024: საქართველო - უკრაინა

19/11/2024: ჩეხეთი - საქართველო

სხვა სტატიები