Belive

ოთარ კაკაბაძე: "მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ და ქვეყანაში არსებული განწყობა გვმუხტავს"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მცველმა, ოთარ კაკაბაძემ, უეფას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საბერძნეთთან მატჩის წინ ისაუბრა.

"მოუთმენლად ველით ამ მატჩს. გუნდში ყველას გაცნობიერებული გვაქვს, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ქვეყნისთვის. ყველა ფეხბურთელი ძალიან მოტივირებული ვართ და ხვალინდელი მატჩისთვის მაქსიმალურად ვემზადებით.

ძალიან ვამაყობ იმით, რომ ვარ იმ გუნდის ნაწილი, რომელსაც მთელი ქვეყნისთვის ზეიმის მოტანა შეუძლია. აქამდეც ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს და მნიშვნელოვანი მატჩების მოგება შეგვიძლია. გვქონდა ერთი შანსი და უკვე ახლოს ვიყავით მიზანთან, თუმცა, დავმარცხდით. მაშინ, ბევრი პრობლემა გვქონდა, ახლა კი ყველაფერი რიგზეა და აქამდე მოვედით. ჩვენზე ძალიან დადებითად მოქმედებს ის ფაქტიც, რომ ამდენ ადამიანს სურს მატჩზე დასწრება. დარწმუნებული ვარ, მილიონი ბილეთი რომ ჩაეშვათ, ყველა მათგანი გაიყიდებოდა. ქვეყანაში არსებული გარემო გვმუხტავს და ჩვენზე დადებით კონტექსტში მოქმედებს.

ქომაგების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის: ლუქსემბურგთან მატჩში მშვენიერი ატმოსფერო შექმნეს და მჯერა, ხვალაც ასე იქნება", - თქვა ოთარ კაკაბაძემ.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები