Belive

გიორგი ქვილითაია: "უცნაური შეგრძნება იყო - მართლა არ მინდოდა, რომ ქართულ კლუბს შევხვედროდით"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის მესამე რაუნდის პირველ მატჩში, გორის "დილა" ნიქოზიის "აპოელთან" "დინამო არენაზე", - 2:0 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც კვიპროსულ კლუბს უკაპიტნა, კომენტარი გააკეთა.

"უცნაური შეგრძნება მქონდა, რადგან ჩემი ქვეყნის გუნდის წინაშე თამაში მიწევდა. სიმართლე რომ გითხრათ, არ მინდოდა, რომ აქ, ამ სტადიონზე მეტოქის სტატუსით მეთამაშა, მაგრამ პროფესიონალები ვართ და ზოგჯერ ასეც ხდება. მინდა, გულშემატკივარს აპლოდისმენტებისთვის მადლობა გადავუხადო. 

გორის "დილა" ძალიან კარგი გუნდია. მათ, ორი ეტაპის ბარიერი ისე გაიარეს, რომ პირველი მატჩი წააგეს, ასე რომ, ფრთხილად მოქმედება მოგვიწევს.

მატჩის დროს გარკვეული შეცდომები გვქონდა, რომელსაც გავაანალიზებთ, გამოვასწორებთ და შევეცდებით, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ამის მიუხედავად, გულწრფელად მინდა, რომ გორის "დილას" წარმატება ვუსურვო, რადგან, აქ ბავშვობაში ვთამაშობდი, მართალია ტრავმირებული პერიოდი დამემთხვა და ბევრი მატჩი გამიცდა, მაგრამ ამ გუნდთან ბევრი თბილი მოგონება მაკავშირებს", - თქვა 29 წლის თავდამსხმელმა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 17 აგვისტოს, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები