Belive

პირველი ნაბიჯები გადადგმულია - მონაკო მიქაუტაძის ტრანსფერისთვის ემზადება

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ევროპის რამდენიმე ელიტარული გუნდის ინტერესებში იქნება. 23 წლის ქართველის დამატების სურვილი რამდენიმე გუნდს უკვე აქვს, ევროპული მედიის ცნობით კი რამდენიმე ნაბიჯი "მონაკომ" უკვე გადადგა.

footmercato-ის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს ამ ტრანსფერის განხორციელება თავადაც სურს, რაც შეეხება მხარეებს შორის შეთანხმებას, ამსტერდამული გრანდი მისი კონტრაქტის სანაცვლოდ 15-დან 20 მილიონ ევრომდე თანხას ითხოვს. რაც შეეხება თავად "მონაკოს", ისინი 15 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

"მონაკოს" 2023/24 წლების სეზონი წარმატებული გამოუვიდა. გუნდმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა და ტურნირს დაუბრუნდა.

მას შემდეგ, რაც იანვრის სატრანსფერო პერიოდის დროს, ამსტერდამული გრანდიდან მიქაუტაძე "მეცში" დაბრუნდა, მშვენიერ ფორმაშია და გუნდს ლიგა 1-ში დარჩენის "შანსი" შეუნარჩუნა. რაც შეეხება ინდივიდუალურ სტატისტიკას, მას ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები