წილისყრა: ოთხივე ქართული გუნდის მეტოქე ცნობილია
უეფას სათაო ოფისში, რომელიც შვეიცარიაში, ნიონში მდებარეობს კონფერენს ლიგის ახალი სეზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
იმ შემთხვევაში, თუ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შემორჩენილი ოთხივე ქართული გუნდი მესამე რაუნდში მოხვდება, მათ ამ წყვილებში გამარჯვებულებთან შეხვედრა მოუწევთ.
იბერია 1999 ლევადიასთან გამარჯვების შემთხვევაში უელსური ნიუ საინტსისა და ლუქსემბურგული დიფერდანჟის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
ქუთაისის ტორპედოს მეტოქე ომონიას ბარიერის გავლის შემთხვევაში აზერბაიჯანული არაზისა და საბერძნეთის არისის წყვილში გამარჯვებული გუნდი იქნება.
გორის დილა რიგასთან ორმატჩიან დუელში წარმატების შემთხვევაში მონტენეგროულ სუტიესკასა და ისრაელის ბეითარს შორის გამარჯვებული გუნდის პირისპირ ითამაშებს.
სპაერი ვენის აუსტრიას წინაღობის დაძლევის შემთხვევაში ჩეხური ბანიკ ოსტრავასა და პოლონური ვარშავის ლეგიას წყვილს შორის წაგებულ გუნდთან ითამაშებს.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩებს ოთხივე ქართული გუნდი სტუმრად, საპასუხოს კი შინ გამართავს. მეორე ეტაპზე გამოსვლას საქართველოს სახელით 23 ივლისს იბერია 1999 დაიწყებს, დანარჩენი 3 გუნდი კი საქმეში 24 რიცხვში ჩაებმება.