Belive

გზა ევროპის ჩემპიონატამდე: გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლას შეეცდება.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფშია გასული და იქ ორმატჩიანი დუელი ელოდება.

გადამწყვეტ ორ შეხვედრაში, ჩვენი გუნდის მეტოქე სლოვაკეთის ნაკრები იქნება.

გადამწყვეტი ეტაპის ორრაუნდიანი დუელის საწყის მატჩს ჩვენი გუნდი საშინაო კედლებში გამართავს, საპასუხოს კი სლოვაკეთში ჩაატარებს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები შესარჩევი ეტაპის ჯგუფში საფრანგეთის, კოსოვოს და ბულგარეთის ნაკრებებთან ერთად გამოვიდა და მეორე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში 2026 წლის 20 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით, ლატვიაში, ლიეტუვაში და სლოვენიაში გაიმართება.

სხვა სტატიები