Belive

გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევრო გახდა

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა და ის უკვე 30 მილიონ ევროს შეადგენს.

"ვალენსიას" ქართველი გოლკიპერის ღირებულება Transfermarkt-ის ინფორმაციით, აქამდე 25 მილიონს შეადგენდა, ახლა კი 5 მილიონი ევროთი გაიზარდა.

ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში მე-13 ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, საქართველოში, ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ მეორე ყველაზე მაღალი სატრანსფერო ფასის მქონე მოთამაშე და ლა ლიგაში ამ კუთხით 36-ე ფეხბურთელი. რაც შეეხება "ვალენსიას", თავის გუნდში მამარდა საუკეთესოა.

გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგაში, მიმდინარე სეზონში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, 11 გოლი გაშვებული და ორჯერ კარი მშრალად შენახული.

სხვა სტატიები