საუკეთესო მაჩვენებელი: გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ყველა მეკარეს სჯობია
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ბრწყინვალე სეზონი რომ აქვს, კიდევ ერთხელ ლა ლიგის 35-ე ტურში, "რაიო ვალეკანოსთან" შეხვედრაში დადასტურდა.
23 წლის ქართველმა მეკარემ რამდენიმე რთული დარტყმის მოგერიება მოახერხა და კარის მშრალად შენახვაც შეძლო.
ამ მატჩის შემდეგ, კიდევ ერთი კომპონენტი გაირკვა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ყველა მეკარეს შორის საუკეთესო შედეგს ფლობს. კონკრეტულად, სტატისტიკური პლატფორმა Opta-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გიორგი მამარდაშვილმა ამ სეზონში მოსალოდნელი გოლის ინდექსის (XG) მიხედვით, საერთო ჯამში, 9.7 პოტენციური გოლი გაანეიტრალა.
მთლიანობაში, ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონში, გიორგი მამარდაშვილის კარში "ვალენსიას" მეტოქეებმა ამ სეზონში 131-ჯერ დაარტყეს, საიდანაც 34 გოლი გავიდა, დანარჩენი კი ქართველმა მეკარემ მოიგერია.
დეტალური გრაფიკული გამოსახულება ასე გამოიყურება:
2023/24 წლების სეზონში, გიორგი მამარდაშვილმა 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლიდანაც მხოლოდ 21-ში შეძლეს მეტოქეებმა მის კარში გოლის გატანა.