Belive

ტრავმა მოშუშებულია: კვარას ბოლონიასთან სასტარტოში ელიან

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოიშუშა და იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში "ბოლონიასთან" გასამართ შეხვედრაში სათამაშოდ მზად იქნება.

23 წლის ქართველ შემტევს მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებდა, რომლისგანაც სრულფასოვნად გამოჯანმრთელდა და საშინაო შეხვედრაში სათამაშოდ მზად იქნება. იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

"ბოლონია", რომელსაც იტალიის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი ტიაგო მოტა წვრთნის, მეოთხე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. რაც შეეხება "ნაპოლის", გუნდს 51 ქულით მერვე პოზიცია უკავია, რაც ამ მომენტისთვის გუნდს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის საშუალებას აძლევს.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს ამ სეზონში 31 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები