გიორგი მამარდაშვილი საქართველოს 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
საქართველოს 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.
ყოველწლიური ტრადიციული დაჯილდოება, რომელიც გაზეთ "სარბიელის" თაოსნობით ტარდება და რომელშიც ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, ამჯერად 75 ჟურნალისტის გამოკითხვით შედგა და საბოლოო ჯამში, სამეული შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
| ადგილი: გიორგი მამარდაშვილი - 163 ქულა
|| ადგილი: ხვიჩა კვარაცხელია - 153 ქულა
||| ადგილი: საბა ლობჟანიძე - 52 ქულა
Live.ge-ის ხმები აღნიშნულ გამოკითხვაში შემდეგნაირად გადანაწილდა:
- გიორგი მამარდაშვილი
- ხვიჩა კვარაცხელია
- საბა ლობჟანიძე
ნომინანტთა შორის გურამ კაშია, ბუდუ ზივზივაძე, ჯაბა კანკავა, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ლორია, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი აზაროვი, გიორგი მიქაუტაძე, ჯოვინო ფლამარიონი, გიორგი ქვილითაია, დავით ხოჭოლავა, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი წიტაიშვილი დასახელდნენ.
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოება 1992/93 წლების სეზონიდან ტარდება და მისი პირველი გამარჯვებული გიორგი ქინქლაძეა, ხოლო რეკორდსმენი 4 გამარჯვებით საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და "მილანის" ცენტრალური მცველი - კახა კალაძე. რაც შეეხება მეკარის პოზიციას, აქამდე ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მოხდა და წლის საუკეთესო ფეხბურთელად 1993/94 წლების სეზონში აკაკი დევაძე დასახელდა. აღნიშნული ჯილდო ისეთ ფეხბურთელებს მოუგიათ, როგორებიც შოთა არველაძე, ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, სოლომონ კვირკველია და სხვები არიან.
- ლევან კობიაშვილი
- გიორგი მამარდაშვილი
- ჯოვინო ფლამარიონი
- სანდრო ალთუნაშვილი
- სოლომონ კვირკველია
- გიორგი მიქაუტაძე
- ირაკლი აზაროვი
- ბუდუ ზივზივაძე
- გიორგი წიტაიშვილი
- ნიკა კვეკვესკირი
- თემურ ქეცბაია
- შოთა არველაძე
- თორნიკე ოქრიაშვილი
- ხვიჩა კვარაცხელია
- ზურიკო დავითაშვილი
- ჯაბა კანკავა
- საბა ლობჟანიძე
- ვაკო ყაზაიშვილი
- დავით ხოჭოლავა
- გიორგი ლორია
- საქართველოს ნაკრები
- გურამ კაშია
- გიორგი ქვილითაია
- გიორგი ჩაკვეტაძე