Belive

პიერ საჟი: "მიქაუტაძე ისე იქცევა, როგორც ლიონელ ახალგაზრდას შეეფერება"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული ლიგა 1-ის მესამე ტურში, "ლიონი" შინ "სტრასგბურგს" მიიღებს. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა - პიერ საჟიმ, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, სადაც გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა.

"გიორგი ისე იქცევა, როგორც ლიონელ ახალგაზრდას შეეფერება - ეს მისი საუბრის მანერაში და ქცევაში გამოიხატება.

ის ძალიან ზრდილობიანი და თავაზიანია. მიქაუტაძე გვიან შემოგვიერთდა, ჩვენ მისი ინტერგრაცია დავაჩქარეთ, რადგან რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მიგვეცა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ დრო მოვიგეთ.

ის გუნდთან სრულად შეთამაშებული ჯერ კიდევ არ არის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მალე დალაგდება და იგი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნება." - პიერ საჟი

შეგახსენებთ, რომ განვილილი 2 ტურის შემდეგ, "ლიონს" 0 ქულა აქვს და ბოლოს წინა, მე-17 პოზიციას იკავებს.

"ლიონისა" და "სტრასბურგის" დაპირისპირება 30 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 23 წლის თავდამსხმელმა, თავის მშობლიურ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

სხვა სტატიები