Belive

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელობისთვის იბრძვის

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, ესპანეთის ლა ლიგაში, 23-წლამდელთა ფეხბურთელებს შორის მარტის თვის საუკეთესოობისთვის იბრძვის.

ლა ლიგის ოფიციალური გვერდის ვერსიით, ესპანური ფეხბურთის ელიტაში, 23-წლამდელთა თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ოთხი კანდიდატი შეარჩიეს.

გიორგი მამარდაშვილი აღნიშნული პრიზის მოსაგებად პაუ კუბარსთან ("ბარსელონა"), ბენა პრადოსთან (ბილბაოს "ატლეტიკი"), ალექს ბაენასთან ("ვილიარეალი") და ედუარდო კამავინგასთან (მადრიდის "რეალი") იბრძვის.

აღნიშნული ჯილდოს გამარჯვებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება. გამარჯვებულს ლა ლიგის ოფიციალური გვერდი 24 მარტს გამოაცხადებს, გულშემატკივარს კი გიორგი მამარდაშვილისთვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე გადასვლით შეუძლია.

გიორგი მამარდაშვილს 2023/24 წლების სეზონში, ლა ლიგის 28 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 9-ჯერ კარი მშრალად შენახული.

სხვა სტატიები