Belive

მარტვილის მერანის ახალგაზრდა მეკარე ესპანეთში ითამაშებს

4 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ახალგაზრდა ქართველი მეკარე, საბა ქაჯაია კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

19 წლის გოლკიპერი, რომელიც მარტვილის "მერანის" აკადემიის აღზრდილია, ახალი წლიდან ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში მოთამაშე "მურსიას" შემადგენლობაში ითამაშებს.

ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა მეკარე მთავარ გუნდში ითამაშებს.

მურსიას რეგიონის ერთ-ერთი წარმატებული საფეხბურთო გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში ლა ლიგაში რეგულარულად თამაშობდა, ამჟამად რანგით მესამე ლიგაში მეორე ადგილს იკავებს და ლა ლიგა 2-ში აღზევებისთვის იბრძვის.

სხვა სტატიები