Belive

ანდრეს კარასკომ დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონმა, "დინამო თბილისმა" დაკავებული თანამდებობიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანდრეს კარასკო გაათავისუფლა.

"დინამო" მადლობას უხდის ანდრესს პირველ გუნდსა და აკადემიაში გაწეული სამსახურისთვის, მას მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ანდრეს​ კარასკოს მიერ მოხდა ახალგახსნილი აკადემიის სამწვრთნელო ფილოსოფიის დაგეგმარება და მისივე დამსახურებით არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა "დინამოელთა" პირველ გუნდში.

"დინამო თბილისი" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთან და მისი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი", - წერს საქართველოს 19-გზის ჩემპიონის ოფიციალური ვებ-გვერდი.

საქართველოს ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის ორი წრის ჩატარების შემდეგ, "დინამო თბილისს" 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს. შემდეგი მატჩი გუნდს ზაფხულის პაუზის შემდეგ, 3 აგვისტოს, წყალტუბოს "სამგურალთან" აქვს დაგეგმილი.

სხვა სტატიები