ოფიციალურად: ლაშა ოდიშარია ლატვიის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ლაშა ოდიშარია კარიერას "დინამო თბილისიდან" ლატვიის მოქმედ ჩემპიონ "რიგაში" გააგრძელებს.
21 წლის ფეხბურთელი ლატვიურმა გუნდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. მან "რიგასთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელშიც ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივაც არის გათვალისწინებული.
"რიგა" ლატვიის ჩემპიონი ორჯერ, 2021 და 2023 წლებში გახდა, 2022/23 წლების სეზონში კი უეფას ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.
ლაშა ოდიშარია "დინამო თბილისში" 2020 წელს "სალხინოდან" გადავიდა და 30 მატჩში 3 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. საქართველოს ახალგზრდულ ნაკრებში მას ხუთ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.