ბასაქშეჰირთან გამარჯვების შემთხვევაში, იბერია 1999-ის მეტოქე ცნობილია
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თურქულ "ბასაქშეჰირთან" გამარჯვების შემთხვევაში, "იბერია 1999-ის" მეტოქე ცნობილია.
პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში, ქართული გუნდის მეტოქე აზერბაიჯანულ-ირლანდიურ წყვილში გამარჯვებული იქნება
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული თურქული გუნდის ბარიერს დაძლევს, მაშინ პლეი-ოფის ეტაპზე მათი მეტოქე ირლანდიურ "სენტ-პატრიკსა" და აზერბაიჯანულ "საბაჰს" შორის გამარჯვებული იქნება.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი ორრაუნდიან ბრძოლაში საწყის მატჩს 8 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი სტამბოლში 15 აგვისტოს შედგება. თბილისური მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.