Belive

ესპანური მედია: "ლაპორტა კვარას წარმომადგენლებს შეხვდა: ბარსა ზაფხულში ქართველის დამატებას შეეცდება"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური მედია საშუალებები აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ბარსელონა" საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას შეეცდება.

კატალონიური El Nacional ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო "ნაპოლის" ტრანსფერის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზა.

ხვიჩა კვარაცხელია გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის გეგმებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელი და გვარია. გერმანელ სპეციალისტს ახალი "ბარსელონას" აშენების პროექტში მთავარ ფიგურად ქართველი ფეხბურთელი მიაჩნია.

ასევე, ნათქვამია ისიც, რომ "ბარსელონას" საკმაოდ ძლიერი კონკურენციის დაძლევა მოუწევს, ვინაიდან ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ევროპული ფეხბურთის სხვა გრანდებიც აქტიურად ერთვებიან.

ახალი სეზონი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ძალიან წარმატებულად იწყება. იტალიის სერია A-ში 5 გატანილ გოლსა და 2 საგოლე პასს გუნდის სატურნირო ცხრილში ლიდერობა ემატება.

სხვა სტატიები