Belive

"განახლებული პირობები მზადაა - ნაპოლიში დე ლაურენტისის გადაწყვეტილებას ელიან" - მედია კვარას ახალი კონტრაქტის შესახებ საუბრობს

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედია საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გასაფორმებელი ახალი კონტრაქტის შესახებ აქტიურად საუბრობს.

კონკრეტულად, სამხრეთიტალიური გამოცემა Il Mattino წერს, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის შესათავაზებელი ახალი კონტრაქტის პირობები "ნაპოლის" ხელმძღვანელებს მომზადებული აქვთ და მხოლოდ გუნდის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

 

"ის მენეჯერები, რომლებმაც ვალ დი სოლეში ისაუბრეს, დადასტურებას ელოდებიან. ქართველს 4-წლიანი კონტრაქტი აქვს, მაგრამ ცხადია, "ნაპოლიში" იციან, რომ ფინანსური ნაწილი გადახედვას საჭიროებს. ეს სატრანსფერო ბაზრის წესია", წერს Il Mattino-ი. - წერს Il Mattino-ი.

ამავე დროს, ნეაპოლური გამოცემა areanapoli.it-ი წერს იმის შესახებ, რომ 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელზე, რუდი გარსიაზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.

"ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად 2 საწვრთნელი შეკრება, ჯერ დიმაროში, შემდეგ კი კასტელ დი სანროში წარმატებით გაიარა და წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში თავისი ნიჭით რუდი გარსიაც კი გააოცა",
- წერს areanapoli.it-ი.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2022/23 წლების სადებიუტო სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა. მან “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლის გატანა, 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, 5 პენალტის მოპოვება შეძლო, გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

სერია A-ს, იტალიის მოქმედი ჩემპიონები პირველ ტურში, 19 აგვისტოს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" წინააღმდეგ, სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრით გახსნიან.

სხვა სტატიები