Belive

ვაისი: "კაშიასთან და კანკავასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა და ამჟამად ბრატისლავის "სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

ფარერების კუნძულების წარმომადგენელი "კლაკსვიკის" სტუმრად დამარცხების (2:1) შემდეგ, სლოვაკეთის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდა, ახლა გასარკვევი მხოლოდ პირველადგილოსანია, რომელიც პირდაპირ მერვედფინალში მოხვდება.

მატჩში სრულად ითამაშეს საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა და მოქმედმა კაპიტნებმა, შესაბამისად, ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ, რომელთა მიმართაც ვლადიმირ ვაისმა მატჩისშემდეგომ პრესკონფერენციაზე საქებარი სიტყვები უხვად გაიმეტა.

"კუჩკამ "სლოვანში" თამაში კარგად ვერ დაიწყო, მაგრამ ახლა ის ფიზიკურად კარგ ფორმაშია. მე მას რემუსსა და რომულუსს ვადარებ, ორი წელია შესანიშნავად თამაშობს და მჯერა, რომ მაღალ დონეზე თამაშს კიდევ დიდი ხანი გააგრძელებს.

იგივე შემიძლია ვთქვა კაშიასა და კანკავაზე, რომლებიც ისევ საკუთარ თავზე მუშაობენ და ვარჯიშზე ისე არიან, თითქოს სპორტულ დარბაზში იმყოფებოდნენ. მე მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს", - თქვა ვლადიმირ ვაისმა.

შემდეგ მატჩს ევროპული ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "სლოვანი" ლუბლიანას "ოლიმპიას" წინააღმდეგ, 15 დეკემბერს, საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები