Belive

ანტონიო კონტე: "კვარაცხელიას ეს თვისება გაუმჯობესების საფუძველია"

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელია არის კარგი ბიჭი, რომელიც ვარჯიშობს ძალიან პროფესიონალურად და გაუმჯობესების სურვილით და ეს ჩემთვის შემდგომი ზრდის საფუძველია.

ის 23 წლის ბიჭია და ძალიან პროფესიონალურად და გაუმჯობესების სურვილით ვარჯიშობს. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. ხვიჩას აქვს პოტენციალი, რომ კიდევ უფრო დიდი ფეხბურთელი გახდეს", - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

საქართველოს ნაკრების 23 წლის ვარსკვლავმა ახალ სეზონში იტალიის სერია A-ს მეორე ტურში გოლის გატანა, საგოლე პასის გაკეთება, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, ჩემპიონატის და ევროპის ტოპ 5 ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა შეძლო.

სხვა სტატიები