Belive

გაგი მარგველაშვილი ამერიკის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართველი ცენტრალური მცველი, გაგი მარგველაშვილი, ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის 23-ე სათამაშო კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

27 წლის ფეხბურთელმა, "ოკლენდ რუთსის" შემადგენლობაში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და "ლაუნდენთან" (3:1) მოგებულ შეხვედრაში ორი საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. გუნდის ოფიციალურმა გვერდმა ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და 23 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, დასავლეთის ზონაში, 35 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. ლიდერ "ნიუ მექსიკოს" 41 ქულა აქვს. შემდეგ მატჩს გუნდი "როუდ აილენდთან" 18 აგვისტოს გამართავს.

გაგი მარგველაშვილს 2024 წლის სეზონში, ახალი გუნდის შემადგენლობაში, ყველა ტურნირზე 17 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული. 

View this post on Instagram

A post shared by USL Championship (@uslchampionship)

სხვა სტატიები