ზედიზედ მეორედ: ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში საუკეთესოობისთვის იბრძვის
ზედიზედ მეორე თვეა, რაც საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის.
23 წლის ქართველი შემტევის კონკურენტები ამ ბრძოლაში ტურინის "იუვენტუსის" მცველი, გლეისონ ბრემერი, "ბოლონიას" ცენტრალური ნახევარმცველი, სანტიაგო კასტრო, "კომოს" ნახევარმცველი, პატრიკ კუტრონე, მილანის "ინტერის" მარცხენა მცველი, ფედერიკო დიმარკო და "მილანის" მეთერთმეტე ნომერი კრისტიან პულიშიჩი არიან.
ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი.
ხვიჩა კვარაცხელიას აღნიშნული ჯილდო კარიერაში სამჯერ აქვს მოგებული, ამაზე მეტჯერ (4) ეს მხოლოდ პაულო დიბალამ მოახერხა. ასევე, ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ ორჯერ დაასახელეს.