Belive

გაგი მარგველაშვილის 2 საგოლე პასი და მორიგი გამარჯვება ამერიკაში

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, გაგი მარგველაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ჩემპიონატში (USL) მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა.

"ოკლენდ რუთსმა" "ლაუდენთან" საშინაო მატჩი (3:1) მოიგო, 27 წლის ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 24-ე და 81-ე წუთებზე საგოლე პასები გააკეთა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და 23 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, დასავლეთის ზონაში, 35 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. ლიდერ "ნიუ მექსიკოს" 41 ქულა აქვს. შემდეგ მატჩს გუნდი "როუდ აილენდთან" 18 აგვისტოს გამართავს.

გაგი მარგველაშვილს 2024 წლის სეზონში, ახალი გუნდის შემადგენლობაში, ყველა ტურნირზე 17 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული. 

View this post on Instagram

A post shared by Oakland Roots Sports Club (@oaklandroots)

სხვა სტატიები