Belive

ფროზინონემ სეზონის განაცხადი გამოაქვეყნა: გიორგი კვერნაძე პირველი მატჩისთვის ემზადება

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის სერია A-ში აღზევებულმა "ფროზინონემ" 2023/24 წლების სეზონისთვის გუნდის სრული განაცხადი გამოაქვეყნა.

ახალი სეზონისთვის გიორგი კვერნაძის გუნდს 25 ფეხბურთელით დაკომპლექტებული შემადგენლობა ეყოლება, უშუალოდ ქართველი ტალანტი კი 17-ნომრიან მაისურს მოირგებს.

სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას გიორგი კვერნაძე და მისი გუნდი 11 აგვისტოს, იტალიის თასის 1/32-ფინალში, "პიზას" წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება სერია A-ს, აქ "ფროზინონე" პირველივე ტურში მოქმედ ჩემპიონს, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შეხვდება. მატჩი 19 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სტატიები