ლევან კორღალიძე ყაზახეთის ჩემპიონატში იმუშავებს
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა ავრცელებს და წერს, რომ 43 წლის სპეციალისტი "ჟენისს" ჩაიბარებს. გუნდს, რომელიც ყაზახეთის რანგით ყველაზე მაღალ დივიზიონში ახლახანს დაბრუნდა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ჟენისს" საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის მიწვევა სურდა, თუმცა მოგვიანებით, კიდევ ერთ ახალგაზრდა ქართველ მწვრთნელთან მიაღწია შეთანხმებას.
"ჟენისს" 2007/08 წლების სეზონში უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის "მეტალურგთან" ორმატჩიან დუელში (3:0) წარმატებისთვის აქვს მიღწეული.
ამჟამად გუნდის შემადგენლობაში თამაზ მაქაცარია და ლაშა კასრაძე ირიცხება, 2023 წელს კი ამ გუნდის მაისურს კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი, შოთა შეყილაძე და თორნიკე ძებნიაური ირგებდა.
აქამდე ლევან კორღალიძეს ორ თბილისურ გუნდში, "ლოკომოტივსა" და "საბურთალოში" აქვს ნამუშევარი, 2022 წლის ზაფხულის შემდეგ კი თავისუფალი გახლდათ.