Belive

football365: "მამარდაშვილის ტრანსფერი ლივერპულის ოსტატური გამარჯვებაა"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული ევროპული მედია საშუალება football365 საინტერესო სტატიას აქვეყნებს. კონკრეტულად, სტატიაში განხილულია იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების ფორმა, რომლებიც იჯარის წესით თამაშობენ. მათ რიგებში "ლივერპულის" ახალწვეული, საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილია, რომელიც ამ სეზონში "ვალენსიაში" რჩება.

"გიორგი მამარდაშვილის ამ სიაში გამოჩენა, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელის, ბევრისთვის შესაძლოა გასაკვირიც იყოს, რადგან ის უკვე 30 წლისას ჰგავს. ის ჯერ მხოლოდ 23 წლის გახლავთ, მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა და უდიდესი პოტენციალი აქვს. ეს ტრანსფერი "ლივერპულის" მხრიდან ოსტატური გამარჯვებაა, "ვალენსიას" კი შეუძლია ბედნიერი იყოს, რომ კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში ქართველი მეკარე მათ რიგებში ითამაშებს" - წერს football365.

გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიასთან" ერთად 2024/25 წლების სეზონი უკვე დაიწყო და ლა ლიგაში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 2-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები