Belive

დინამო თბილისის კაპიტანი უნგრეთში ბრუნდება? კალანდაძით რამდენიმე გუნდი ინტერესდება

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ასაკობრივ და მთავარ ნაკრებებში თამაშის გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, ალექსანდრე კალანდაძე უნგრეთის ჩემპიონატში დაბრუნებასთან ახლოსაა.

უნგრული მედიის ინფორმაციით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატებით, მათი ჩემპიონატის რანგით ყველაზე მაღალი ლიგის რამდენიმე წარმომადგენელი ინტერესდება. დაინტერესებულ გუნდებს შორის ილია ბერიაშვილის "მტკ", რომელსაც ძალიან კარგი სეზონი აქვს და ბუდუ ზივზივაძის ძველი გუნდი, "მოლ ფეჰერვარია".

ალექსანდრე კალანდაძეს, რომელიც ამჟამად "დინამო თბილისის" კაპიტანია, უნგრეთში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, 2020-დან 2021 წლამდე ის "დინამოს" აკადემიიდან "დიოშგიორში" გახლდათ განათხოვრებული.

ალექსანდრე კალანდაძეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში მან ორჯერ თამაში მოახერხა.

სხვა სტატიები