Belive

ფაბიო კანავარო: "ნაპოლის გასაწვრთნელად მზად ვარ - დე ლაურენტისმა გადაწყვიტოს"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრალურმა მცველმა, ფაბიო კანავარომ, რომელიც სამწვრთნელო კარიერაში იტალიურ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს, თქვა, რომ "ნაპოლის" გაწვრთნისთვის მზადაა.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და ოქროს ბურთის მფლობელი მოთამაშე ნეაპოლშია დაბადებული და მისი საფეხბურთო კარიერაც სწორედ "ნაპოლიდან" დაიწყო. ამის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ მისი ამოცანა სწორედ იტალიის მოქმედი ჩემპიონის ჩაბარება იყოს. მან სამწვრთნელო კარიერის უდიდესი ნაწილი აზიაში გაატარა და მათ შორის ჩინეთის ნაკრების დროებით (2 მატჩი) გაწვრთნაც მოასწრო, ყველაზე ახლო წარსულში კი "ბენევენტოს" თავკაცობდა.

"ბენევენტოში" ჩემი თავგადასავალი ძალიან ცუდად წარიმართა და შედეგად 4 თვის შემდეგ დასრულდა.

დიახ, მე მგონია რომ ახლა "ნაპოლის" გაწვრთნის დროა, მე მზად ვარ. მაგრამ პრეზიდენტია ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს. სიმართლე გითხრათ, მე არ მიმიღია არანაირი შეტყობინება ამის შესახებ. ერთადერთი რეალური, კონკრეტული კონტაქტი იყო თურქებთან.  "ბეშიქთაშს" ჩემი დანიშვნა სურდათ, თუმცა შემდეგ მათ არჩევანი პორტუგალიის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, ფერნანდუ სანტუშზე შეაჩერეს.

"ნაპოლის" ამჟამინდელი სიტუაცია ძალიან რთულია. არაჩვეულებრივი მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის შემდეგ, მათ კიმი და ჯუნტოლი გაუშვეს, ახლა კი ერთი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით 22 ქულით ნაკლები აქვთ, რაც ნორმალური არ არის", - თქვა ფაბიო კანავარომ.

"ნაპოლის" სერია A-ში 19 ტურის შემდეგ დაგროვებული 28 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს. შემდეგი შეხვედრა სამხრეთული დერბის ეგიდით, "სალერნიტანასთან" 13 იანვარს გაიმართება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები