Belive

ალექსანდრე იაშვილი: "ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ნაკრებს საკუთარი სახლი ჰქონდეს"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე იაშვილი, ოქტომბრის მატჩების წინ საუბრობს.

"ჩვენი სურვილი და ამოცანა არის, რომ ნაკრების მატჩებს რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი დაესწროს. თუ "დინამო არენა" მზად იქნება, რომ სრული დატვირთვით შეივსოს და უმასპინძლოს ყველა გულშემატკივარს, მაშინ იქ აუცილებლად ვითამაშებთ. ამავე დროს, ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ნაკრებმა არამხოლოდ თბილისში, არამედ ყველა ქალაქში ითამაშოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვილი სანიოლი ჩვენი ნაკრების მწვრთნელია და ერთად არაერთი წარმატებული ეტაპი გამოვიარეთ. როცა სურვილი ორმხრივია, თანამშრომლობის გაგრძელების გზა ყოველთვის შესაძლებელია რომ გამოინახოს.

სამომავლოდ, ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ნაკრებს მალე საკუთარი სახლი ჰქონდეს, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა ასაკობრივ და მთავარ გუნდებს.

გიორგი გველესიანთან კომუნიკაცია გვაქვს და ირანში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, 5 ოქტომბერს გასამართი მატჩის შემდეგ დეტალურად გვეცოდინება თუ როგორ შეძლებს ის ქვეყნიდან გამოსვლასა და საქართველოში ჩამოსვლას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებსა და მთავარ გუნდს შორის კომუნიკაცია ყოველთვის მაღალ დონეზეა: რამაზ სვანაძე ევროპის ჩემპიონატზე სტაფის წევრი გახლდათ. შვედეთთან გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩში ირაკლი აზაროვი ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინას, ხოლო 14 რიცხვში, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს შეხვდება.

სხვა სტატიები