Belive

ევროპული მედია: "პსჟ კვარასთვის ლოგიკური არჩევანია, ნაპოლის ბევრი საზრუნავი ექნება"

4 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპული საფეხბურთო მედია საშუალება maliactu ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" "პსჟ-ში" ტრანსფერს სტატიას უძღვნის.

"2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ხვიჩა კვარაცხელიას ხმამაღალი ტრანსფერით გამოირჩა, რომელიც "ნაპოლიდან" "პსჟ-ში" გადავიდა სათამაშოდ. ამ ფეხბურთელის სხვა გუნდში გაშვება ნეაპოლელებს ძალიან უჭირთ. ეს მათთვის დიდი დარტყმაა.

კვარაცხელია, გასულ სეზონებში ნამდვილი გარდამტეხი ფეხბურთელი გამოდგა და ნეაპოლიტანური საზოგადოების საყვარელი მოთამაშე გახდა. მისმა თამაშმა, დრიბლინგმა, სიჩქარემ და კარის წინ ეფექტურობამ ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოთამაშედ აქცია.

"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ ტრანსფერის შემდეგ იმედგაცრუება არ დამალა: „ხვიჩა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახლავთ, ჩვენი გუნდის მთავარი ნაწილი. ჩვენ ვისურვებდით მის შენარჩუნებას, მაგრამ პატივს ვცემთ მის სურვილს, შეუერთდეს "პსჟ-ს", ეს მისი არჩევანია და წარმატებებს ვუსურვებთ“;

"პსჟ" კვარაცხელიასთვის ლოგიკური არჩევანია. კვარაცხელიასთვის "პსჟ-ში" გადასვლა კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გუნდი თავისი ამბიციებითა და რესურსებით აძლევს მას შესაძლებლობას, გადადგას ნაბიჯი წინ და ითამაშოს უმაღლეს დონეზე. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდი "პსჟ-ს", ეს არის ისეთი დონის გუნდი, როგორში თამაშიც ბავშვობიდან ჩემი ოცნებაა. მოუთმენლად ველოდები, რომ დავიწყო ეს ახალი თავგადასავალი და ვაჩვენო, რისი უნარიც მაქვს“, – განაცხადა მან;

ახლა, "ნაპოლის" ხელმძღვანელებს, კვარაცხელიას სხვა გუნდში გაშვების შემდეგ, ისეთი ფეხბურთელის ძებნა მოუწევთ, რომელიც მსგავსი ფუნქციების შესრულებას შეძლებს, რათა გუნდი არ დასუსტდეს", - წერს maliactu.

23 წლის ქართველმა ვარსკვლავმა, "პსჟ-ს" შემადგენლობაში უკვე სამჯერ ითამაშა, სადებიუტო მატჩში საგოლე პასი გააკეთა, მისმა გუნდმა კი საწყის შეხვედრაში ფრეს მიაღწია, ხოლო შემდეგი ორი თამაში მოიგო.

სხვა სტატიები